ადვოკატი არასრულწლოვნებით ვაჭრობაში ბრალდებული იულია სუსლიაკისთვის აღკვეთი ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გაუქმებას ითხოვს

არასრულწლოვნებით ვაჭრობაში ბრალდებული 36 წლის იულია სუსლიაკის ადვოკატი, ზურაბ თოდუა მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გაუქმებას ითხოვს. სასამართლო პროცესი თბილისის საქალქო სასამართლოში ამ წუთებში იწყება.

როგორც ადვოკატი განმარტავს, სახელმწიფო ბრალდება იულია სუსლიაკისთვის პატიმრობის ვადის გაგრძელებას ითხოვს. თოდუას თქმითვე, საქართველოში ყოფნისას, არასრულწლოვან ბავშვებზე ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა სამართალდამცავებისა და უცხო პირების მხრიდან.

როგორც ადვოკატი აცხადებს, ისინი ბავშვებს ეუბნებოდნენ, რომ იულია სუსლიაკი მათი დედა არ იყო და მათ გასაყიდად ამზადებდნენ. თოდუას განცხადებით, ბავშვები, განსაკუთრებით, 11 წლის გოგონა ფსიქოლოგიურ დახმარებას საჭიროებს.

ადვოკატი ასევე, პროკურორების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებასაც აპირებს. თოდუას თქმით, მათ დანაშაული აქვთ ჩადენილი.

ცნობისთვის, იულია სუსლიაკი მიმდინარე წლის 25 აპრილს, ქუთაისის ერთ-ერთ საავადმყოფოში დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იულია სუსლიაკი საქართველოში 10 მცირეწლოვან ბავშვთან ერთად რუსეთიდან 2019 წლის 8 აპრილს ჩამოვიდა და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას აპირებდა.

საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, რომ დოკუმენტაციის მიხედვით, 10-ვე ბავშვი იულია სუსლიაკის შვილია და მის გვარს ატარებს, თუმცა მცირეწლოვნებიდან 4 დაბადებულია 2017 წელს, რამაც სამართალდამცველებს ტრეფიკინგის ეჭვი გაუჩინა. შსს-ს ცნობით, იულია სუსლიაკი უკრაინიდან რუსეთში 11 ბავშვის თანხლებით გადავიდა, საქართველოში კი 10 ბავშვი ჩამოიყვანა. გამოძიება ორი ან მეტი არასრულწლოვნით ვაჭრობის (ტრეფიკინგი) ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 143-ე 2-პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 14-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ვალერი ჩეჩელაშვილი - ცეცხლის შეწყვეტაზე გადაწყვეტილება რუსეთმა უკრაინელებთან ერთად უნდა მიიღოს, მაგრამ უსაფრთხოების რა გარანტიები ექნება უკრაინას, ეს უკრაინის, ევროპის და აშშ-ს მოლაპარაკებების საგანია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.08.2025
Samsung-ის 2025 წლის ტელევიზორები - ყველაფერი, რაც უნდა იცოდე
„რუსუდან ხიზანიშვილის პერსონალური იკონოგრაფია“ „თიბისი კონცეპტის“ გალერეაში