ხარაგაულში არქეოლოგებმა შუა პალეოლითის ძეგლი აღმოაჩინეს

ხარაგაულში, ახალი სარკინიგზო გვირაბის მიმდებარედ, არქეოლოგიური ექსპედიცია მიმდინარეობს, სადაც შუა პალეოლითის ხანის ნაშთები აღმოაჩინეს. როგორც ექსპედიციის ხელმძღვანელმა, პალეობიოლოგიის კვლევითი ინსტიტუტის დოქტორმა თენგიზ მეშველიანმა განაცხადა, ხარაგაულში შუა პალეოლითის, ე. წ. მუსტერული ძეგლის არსებობა დასტურდება. მისივე ინფორმაციით, აღმოჩენილი მღვიმე სავარაუდოდ, 50-60 ათასი წლის წინანდელია, სადაც ორი კულტურული ფენა და მრავალი სახეობის ფაუნის ნაშთებია.

თენგიზ მეშველიანი ამბობს, რომ ეს აღმოჩენა ძალიან მნიშვნელოვანია არა მარტო ხარაგაულისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის.

აღმოჩენილ მასალებს დამუშავების შემდეგ ხარაგაული ისტორიულ მუზეუმს გადასცემენ.

ვახუშტი მენაბდე - მოძრაობა „ეროვნულმა თაობამ“ რა მიზნებიც დაისახა და თქვა, დავიცავო, ხელისუფლების დასაცავი და პასუხისმგებლობაა, რომელსაც ის თავს ვერ ართმევს
ქართული პრესის მიმოხილვა 27.07.2026
„შენაქო შალე“ - კომფორტული დასვენება თუშეთის უნიკალურ გარემოში სილქ ჰოსფითალითისთან ერთად
უფასო ლარისა და დოლარის გადარიცხვები ბიზნესისთვის
„ზიგმა საბურთალო“ - მათთვის, ვინც ახალ სტანდარტს ეძებს