ნიკა მელია - ივანიშვილი აუცილებლად გამოიმუშავებს რევოლუციას

ბიძინა ივანიშვილი აუცილებლად გამოიმუშავებს რევოლუციას. ეს ზამბარა, რომელსაც ივანიშვილის ხელისუფლება ჭიმავს, ძალიან მტკივნეულად მოხვდება მას ცხვირ-პირში, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში განუცხადა, რითაც გამოეხმაურა სასამართლოს გადაწყვეტილებას ზვიად კუპრავას პატიმრობაში დატოვების თაობაზე.

ნიკა მელიას განცხადებით, ხელისუფლება, სადაც სასამართლოს მართავს მურუსიძე - ჩინჩალაძე, პარლამენტს მართავს კობახიძე და შს სამინისტროს მართავს გიორგი გახარია, აუცილებლად ასრულებს რევოლუციით.

„ზვიად კუპრავას თავდებში ვუდგებოდით ჩვენ, დეპუტატები, ასევე, სხვა ადამიანებიც და მივმართეთ შუამდგომლობით, რომ აღკვეთის ღონისძიება შეცვლილიყო, თუმცა დატოვეს პატიმრობაში. გავიხსენოთ, რისთვის ჰყავს ბიძინა ივანიშვილს ეს ადამიანი პატიმრობაში. სასამართლოში მან მოსამართლეს შეაგინაო და ამავე შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე პანჩური ამოარტყა ადამიანსო, რომლის მტკიცებულება არც არსებობს. პატიმრობაში გაამწესეს ამის გამო უკვე მეოთხე თვეა, მაშინ, როდესაც ქვეყანაში უამრავი მაგალითი გვაქვს, როდესაც სცემენ, ჯაჭვით მისდევენ და ა.შ. თუმცა დამნაშავეები გარეთ არიან. კორცხელის მოძალადეებიდან არც ერთი მათგანი პატიმრობაში არ არის და კიდევ ბევრი სხვა.

მე დარწმუნებული ვარ, რომ ბიძინა ივანიშვილი აუცილებლად გამოიმუშავებს რევოლუციას. ამ სიტყვას ჩვენ აღარ უნდა მოვერიდოთ. ხელისუფლება, სადაც სასამართლოს მართავს მურუსიძე-ჩინჩალაძე, პარლამენტს მართავს კობახიძე და შინაგან საქმეთა სამინისტროს - გახარია, ასეთი ხელისუფლება მოღვაწეობას ამთავრებს რევოლუციით. დიახაც, რევოლუცია მოხდება ან საარჩევნო უბნებთან, ან მათ მიღმა. ივანიშვილი საზოგადოების მოთმინებას სცდის და რას მიიღებს ამაზე, ძალიან მალე ვნახავთ. ეს ზამბარა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება ჭიმავს, ძალიან მტკივნეულად მოხვდება მას ცხვირ-პირში,“ - განაცხადა ნიკა მელიამ.

ხათუნა ბურკაძე - გლობალური გამოწვევები გლობალურ ძალისხმევას მოითხოვს, თუმცა, სახელმწიფოებმა უფრო მეტი წინდახედულება უნდა გამოიჩინონ საკუთარი რესურსების  შესაქმნელად
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2020
ვალერი სოლოვეი - თუ დაავადებულთა აბსოლუტურ ციფრებს გავითვალისწინებთ, რუსეთი ევროპაში იტალიისა და ესპანეთის შემდეგ მესამე ადგილზეა
პლასტიკური ბარათი სასურველ ადგილას - ახალი სერვისი "ტერაბანკისგან"
aptiaqi.ge-მ „ავერსის“ პროდუქციის ონლაინ გაყიდვა დაიწყო
კომპანია „ნიკორა ტრეიდმა“ თანამშრომლების ტრანსპორტირებისთვის ყოველთვიურად 300 000 ლარი გამოყო
„ნატახტარის“ მწარმოებელი კომპანია „ეფეს საქართველო“ ახალი ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მხარდამჭერი პროგრამების განხორციელებისთვის 150 ათას ლარს გამოყოფს
"ლიბერთი" მომხმარებელზე ზრუნვას განაგრძობს
“ემბისიმ“  3-თვიანი საშეღავათო პერიოდით სარგებლობის მსურველთა ყველა განაცხადი დააკმაყოფილა.
"კერხერ-საქართველომ" ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრს საჩუქრად "კერხერის" პროფესიონალური ორთქლის აპარატი გადასცა
KFC ექსკლუზიურად "ვოლტზეა"
"საქკაბელის" პროდუქციის შეძენა ვებ გვერდზე უკვე დისტანციურად არის შესაძლებელი
D ვიტამინის დეფიციტი და მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციები
"ვენდის" და "დანკინის" რესტორნები მუშაობის ახალ გრაფიკზე გადადის
სადაზღვევო კომპანია „ბენეფიტსი“ 5000 პსრ ტესტის ჩასატარებელ ნაკრებს ლუგარის კვლევით ცენტრს გადასცემს
„საქართველოს ბანკის“ მობილბანკი ფინანსური ოპერაციების შესრულებისას ნაკლებ ინტერნეტს მოიხმარს