ზაალ უდუმაშვილი - ზვიად კუპრავა გიორგი გახარიას და ბიძინა ივანიშვილის პირადი პოლიტიკური პატიმარია

დარწმუნებული ვარ, ისე როგორც ხვალინდელი დღე გათენდება, ზვიადი ძალიან მალე იქნება თავისუფალი, - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა „სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის" ხელმძღვანელის ზვიად კუპრავას პატიმრობაში დატოვებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ზვიად კუპრავა შს მინისტრის გიორგი გახარიას და პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის პირადი პოლიტიკური პატიმარია.

„ჩვენ, რასაც დღეს ვუყურებთ ამ შენობაში, რომელსაც პირობითად ჰქვია სასამართლო, არა მხოლოდ დღევანდელ პროცესს ვგულისხმობ, ეს არის საქართველოს მოსახლეობის დაცინვა და აბუჩად აგდება. 4 თვეა უკვე ზვიად კუპრავა არის გიორგი გახარიას და ბიძინა ივანიშვილის პირადი პოლიტიკური პატიმარი. გადაწყვეტილი აქვს სასამართლოსა და გიორგი გახარიას, რომ ბოლომდე დასაჯონ ზვიად კუპრავა. წინააღმდეგ შემთხვევაში იმ აბსურდული ბრალდებით, რომლისთვისაც დღეს ზვიადს ასამართლებენ, საერთოდ სასამართლო დარბაზში არც უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი, მაგრამ არაუშავს. ზვიადი მალე გათავისუფლდება. ასევე ძალიან მალე დასრულდება ამ ქვეყანაში მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლოს „კლანის“ პარპაში და ძალიან მალე დასრულდება ასევე ივანიშვილის ხელისუფლება“,- განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა