თორნიკე რიჟვაძე - აჭარაში ყველა მიმართულებით აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოები

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ბარცხანა-ორთაბათუმი-ყოროლისთავის დამაკავშირებელი გზის ასფალტის დაგების სამუშაოები ფინანსთა მინისტრთან და გზების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელთან ერთად დაათვალიერა.

მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, ტურისტული რეგიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საგზაო ინფრასტრუქტურის მხრივ არსებული პრობლემების მოგვარება, რაც ამ ეტაპზე აქტიურად ხორციელდება.

„აჭარაში ყველა მიმართულებით ძალიან აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოები. დღეს დავათვალიერეთ ორთაბათუმი - ბარცხანის მონაკვეთი, რომელიც სულ რამდენიმე დღეში დასრულდება, ამ მიმართულებით წელს დაახლოებით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 10 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმება. ჩვენ გვექნება თანამედროვე გამართული ინფრასტრუქტურა, რომელიც მოემსახურება მოსახლეობის ინტერესებს“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის მთავრობიდან აცნობეს, პროექტის ფარგლებში 1.3 კმ სიგრძის ასფალტის საფარი დაიგება, მოეწყობა სანიაღვრე არხები და რეაბილიტაცია ჩაუტარდება არსებულ ხიდს. სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის ბიუჯეტიდან 887 996 ლარია გამოყოფილი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა