სოფელ საქობოს სკოლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ

სოფელ საქობოს სკოლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები თანაკლასელებთან ერთად, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის და მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს თანადგომით ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, აღნიშნული ღონისძიების იდეის ავტორები საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები დავით ვეფხვაძე და ლიკა ჟვანია იყვნენ, რომლებიც მულტიდისწიპლინური გუნდის წევრის თამარ ტუხაშვილის შეთავაზებით საქობის სკოლაში მოხალისეებად (სპეც მასწავლებლების დასახმარებლად) იმყოფებოდნენ.

„მუშაობის პროცესში მოსწავლეების მხრიდან გაჩნდა უდიდესი სურვილი გასცდენოდნენ სკოლას და რომელიმე ღირსშესანიშნაობა მოენახულებინათ. სწორედ ამიტომ, მოზარდებმა სოფელ მირზაანში ნიკო ფიროსმანის სახლმუზეუმი და ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის მონასტერი მოინახულეს, სადაც სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გოგილაშვილი და ბოდბელი ეპისკოპოსი მეუფე იაკობი დახვდათ. მეუფემ ბავშვები დალოცა, ესაუბრა და მათთან სამახსოვო სურათები გადაიღო. მოსწავლეებს შორის იმყოფებოდა ეტლით მოსარგებლე გიორგი დუდაევი, რომელიც დიდი ხანია ოცნებობდა თანაკლასელებთან ერთად მოხვედრილიყო წმინდა ნინოს საფლავზე", - ნათქვამია ინფორმაციაში.

"სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები მოკლებულნი არიან მსგავს გასვლით ღონისძიებებს, ამიტომ ეს დღე მათთვის დაუვიწყარი და ძალიან საინტერესო იქნება,“ - აღნიშნა მათთან მოხალისედ მყოფმა დავით ვეფხვაძემ.

"სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გოგილაშვილმა სკოლის მოსწავლეებს სამომავლოდაც აღუთქვა მხარდაჭერა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს