ლოზუნგით „გარეჯი საქართველოა“ რამდენიმე რეგიონიდან ჩამოსული მხედრები დავით გარეჯის მიმართულებით მსვლელობას მოაწყობენ

ლოზუნგით „გარეჯი საქართველოა“ რამდენიმე რეგიონიდან ჩამოსული მხედრები დავით გარეჯის მიმართულებით მსვლელობას მოაწყობენ

ლოზუნგით „გარეჯი საქართველოა“ რამდენიმე რეგიონიდან ჩამოსული მხედრები დავით გარეჯის მიმართულებით მსვლელობას მოაწყობენ.

50- მდე ცხენოსანი საგარეჯოს ცენტრშია შეკრებილი და გადასაადგილებლად ემზადება.

ისინი „გარეჯობა 2019“-ის დღესასწაულს აღნიშნავენ. ხვალ კი სპეციალურად ამ დღესთან დაკავშირებით დაგეგმილ დოღს შეუერთდებიან.

აღსანიშნავია, რომ დავით გარეჯობა მეორე წელია რაც ამაღლებიდან პირველ ხუთშაბათს აღინიშნება.