ქუთაისის მერმა ტაბიძის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების შეწყვეტაზე განმარტება გააკეთა

ქუთაისში, ტაბიძის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების შეწყვეტასთან დაკავშირებით ქალაქის მერი გიორგი ჭიღვარია განმარტებას აკეთებს. მერის თქმით, პრობლემა ტენდერში გამარჯვებული კომპანია "ჯეო სერვისისათვის" ანგარიშების დაყადაღებამ გამოიწვია, რის გამოც კომპანიამ ქვეკონტრაქტორ ფირმას თანხა ვერ ჩაურიცხა.

„გამოცხადდა ტენდერი მილიონ 200 000 ლარად. ტენდერში გაიმარჯვა კომპანია "ჯეო სერვისმა", რომელმაც აიყვანა კონტრაქტორი ფირმა "ელ ბი გრუპი". 230 000 ლარი ჩავურიცხეთ ავანსის სახით "ჯეო სერვისს". აღმოჩნდა, რომ „ჯეოსერვისმა" აღარ ჩაურიცხა თანხა კონტრაქტორ ფირმას, რის გამოც შეწყდა სამუშაოები. 360 000 ლარის სამუშაო მათ უკვე შესრულებული აქვთ. ხელშეკრულება გაუწყდება "ჯეოსერვისს", უკვე ყოველდღიურად ერიცხება ჯარიმები. ცენტრალურ ხელისუფლებასთან ვმუშაობთ იმისთვის, რომ სამუშაოები სექტემბრამდე, ძველ ვადებში დასრულდეს. მერია პირნათელია", - აცხადებს გიორგი ჭიღვარია.

ქუთაისში, ტაბიძის ქუჩის რეაბილიტაციაზე დასაქმებულ მუშებს ხელფასები არ გადაუხადეს, რის გამოც მათ მუშაობა შეწყვიტეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა