ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სამედიცინო და სოციალური პროგრამები ხორციელდება

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანი სამედიცინო და სოციალური პროგრამები ხორციელდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ამბროლაურის მერიის პრესამსახურიდან აცნობეს, მოსახლეობის ჯანმრთელობისა და მათი სოციალური დაცვის უზრუნველყოფა, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის ერთ-ერთი პრიორიტეტია. როგორც ამ მიმართულებით ხორციელდება პროგრამები, რომლებიც ითვალისწინებს ამბროლაურში მცხოვრები ოჯახების ხელშეწყობასა და სხვადასხვა შეღავათებით უზრუნველყოფას.

როგორც ამბროლაურის მერიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებისა და შობადობის გაზრდის წახალისების მიზნით, მუნიციპალიტეტი ახორციელებს პროგრამას, რომლის ფარგლებში ახალშობილთა და მრავალშვილიან ოჯახებს შეუძლიათ ისარგებლონ სხვადასხვა სახის ერთჯერადი დახმარებით: პირველ და მეორე ახალშობილზე - 400 ლარი, მესამე და მომდევნო ახალშობილზე - 450 ლარი, ტყუპი ახალშობილების შეძენის შემთხვევაში - 900 ლარი, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მრავალშვილიან (სამი და მეტი 18 წლამდე ასაკის ბავშვი) ოჯახებზე კი ერთჯერადი ფინანსური დახმარებით - 400 ლარი. შემუშავებულია პროგრამა ახლადშექმნილი ოჯახების ხელშეწყობის მიზნითაც, რომელიც ითვალისწინებს ახალდაქორწინებულ წყვილთა ერთჯერად ფინანსურ დახმარებას 1000 ლარის ოდენობით.

სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებული ჯანდაცვის სხვადასხვა პროგრამის პარალელურად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობისთვის ხორციელდება სამედიცინო პროგრამები, რომლებიც მიმართულია ქირურგიული ოპერაციების, სხვადასხვა სამედიცინო კვლევების, მედიკამენტური მკურნალობის დაფინანსებისკენ...

გარდა ამისა, მუნიციპალიტეტში არსებული ფინანსური რესურსის ფარგლებში, გრძელდება ადგილობრივი მოსახლეობის სოციალური შეღავათებით უზრუნველყოფა. კერძოდ, ხორციელდება მარჩენალდაკარგული ოჯახების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების, უსახლკაროების, ხანძრით დაზარალებულების და სხვა საჭიროებების მქონე ოჯახების დახმარება.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანიზებით, პერიოდულად, ადგილზე მიმდინარეობს უფასო სამედიცინო კონსულტაციები, სხვადასხვა სახის გამოკვლევები, ქირურქიული ოპერაციები და მოსახლეობის საჭიროების შესაბამისი სხვა სახის აქციები.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა