ბათუმის სასამართლოსთან აქცია ლოზუნგით “ხელები შორს ჩვენი შვილების სახლებიდან" მიმდინარეობს

“ხელები შორს ჩვენი შვილების სახლებიდან", "არა დემონტაჟს, ბათუმის მერიამ აიღოს პასუხისმგებლობა“, - ამ ლოზუნგებით კომპანია "სვეტის" მიერ დაზარალებული მოქალაქეები ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ კომპანია "სვეტმა" მოატყუა. მოქალაქეების თქმით, ბათუმის მერიამ მიიღო გადაწყვეტილება, თამარის დასახლებაში მშენებარე კორპუსის დემონტაჟი მოახდინოს. დაზარალებულმა მოქალაქეებმა კი ბათუმის მერიის გადაწყვეტილება ბათუმის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრეს. სასამართლოსთან შეკრებილი მოქალაქეები დემონტაჟის შეჩერებას ითხოვენ.

„უკვე მეშვიდე სართულია აშენებული. კომპანია "სვეტის" წარმომადგენლები უკანონო მშენებლობისთვის დაკავებული არიან. ბათუმის მერიის წინააღმდეგ სარჩელით სასამართლოს მივმართეთ. მოვითხოვთ, რომ ბათუმის მერიის გადაწყვეტილება დემონტაჟთან დაკავშირებით სასამართლომ შეაჩეროს და მშენებლობა გაგრძელდეს. 300-მდე ოჯახი ვართ, რომლებიც სახლების გარეშე ვრჩებით. მათ შორის ემიგრანტები არიან. მოხდეს სხვა ინვესტორების მოძებნა და მშენებლობის დასრულება", - განაცხადა ლალი კომახიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო