„ნაცმოძრაობა“ - ქუთაისის მერი ტყუილებით ცდილობს თავისი უნიათობის, მავნებლობისა და დანაშაულებრივი საქმიანობის გადაფარვას

ქუთაისის მერი კვლავ აგრძელებს ტრადიციას და ტყუილებით ცდილობს თავისი უნიათობის, მავნებლობისა და დანაშაულებრივი საქმიანობის გადაფარვას - ამგვრად გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობა" ქუთაისში, ტაბიძის ქუჩაზე მიმდინარე პროცესებს. საკრებულის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის გიგა შუშანიას განცხადებით, ქალაქის მერმა კომპანიას, რომელიც ვალდებულებებს ვერ ასრულებდა, ხელშეკრულების ვადები თავად გაუგრძელა.

„გალაკტიონ ტაბიძის ქუჩაზე სამშენებლო სამუშაოები რამდენიმე დღის წინ დაათვალიერა მერმა და ზარ-ზეიმით ამცნო ქუთაისლებს, რომ ყველაფერი წესრიგშია. სინამდვილეში, საქმე გვაქვს დაუდევრობასთან და კორუფციულ სქემასთან. ჩვენი აზრით, ეს სქემა არა მარტო ამ ქუჩაზე, არამედ ქუთაისში ინფრასტრუქტურული პროექტების დიდ ნაწილზე არის და მერიის მიერაა მოფიქრებული. როდესაც ცხადდება ტენდერები, თავიდანვე მითითებულია შემცირებული ვადები და ღირებულება და პროექტების 90%-ში რამდენიმე თვით გრძელდება სამუშაოები. თითქოს, რაღაც დამატებითი სამუშაოები გაკეთდა. ასე მოხდა ტაბიძის ქუჩაზეც, მაგალითაც, როდესაც მერი იძახის, რომ აპირებს ხელშეკრულების შეწყვეტას, ეს არის ტყუილი“, - განაცხადა გიგა შუშანიამ.

მისი თქმით, ჩნდება გონივრული ეჭვი, რომ ამ კომპანიასა და მერიას შორის არსებობს ფარული გარიგებები და ერთად ცდილობენ ამ სიტუაციიდან გამოვლას.

ქუთაისში, ტაბიძის ქუჩაზე რეაბილიტაცია რამდენიმე დღეა შეწყვეტილია. კომპანიამ, რომელიც სამუშაოებს ასრულებს, დასაქმებულ მუშებს ხელფასება არ გადაუხადა, რის გამოც მუშები სამუშაოს გაგრძელებაზე უარს აცხადებენ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა