სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერმა ახალი ჭაბურღილის და წყალსადენი ქსელის მოწყობის პროცესი დაათვალიერა

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გოგილაშვილმა სიღნაღში „ნასამხრალის“ ტერიტორიაზე მიმდინარე ახალი ჭაბურღილის და წყალსადენი ქსელის მოწყობის პროცესი დაათვალიერა, -ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სიღნაღის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის ბურღვითი სამუშაოები უკვე დასრულებულია. დარჩენილია ტუმბოს მოწყობისა და ელექტროენერგიის ქსელთან მიერთების ნაწილი, რის შემდეგაც ამოქაჩული წყალი ქალაქს მიეწოდება.

ჭაბურღილის მოწყობა რეგიონალური განვითარების ფონდის ფარგლებში ხორციელდება და მასზე 77 000 ლარი დაიხარჯება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა