რომან გოცირიძე - იმედია, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მკაცრი განცხადება ანაკლიის პროექტის მტრებს გონს მოიყვანს

ხელისუფლების წამომადგენლების ეჭვები ანაკლიის პორტის კომერციული მომგებიანობის შესახებ არის შენიღბული ობსტრუქცია პროექტის მიმართ - იმედია, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მკაცრი განცხადება ანაკლიის პროექტის მტრებს გონს მოიყვანს, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ განუცხადა.

დეპუტატის შეფასებით, თუკი რაიმე კომერციული რისკებია, ეს არის პირდაპირ ხელისუფლების ბრალი.

“შვიდი წელია ვერ მოაბეს თავი - ჯერ ავღანეთიდან ამერიკული ჯარებისა და სამხედრო ტექნიკის გაყვანის პროცესს გამოვაკლდით, ახლა ჩინური ტვირთებიც რუსეთისა და სხვა მიმართულებით ინაცვლებს ნავსადგურის მშენებლობის გაჭიანურების გამო. მიუხედავად ყველაფრისა, ანაკლიის ნავსადგური არის სიცოცხლისუნარიანი და კომერციულად მეტად მიმზიდველი და შეწყვიტონ პარლამენტსა და მთავრობაში მისი ფარული დისკრედიტაცია. მოტივები პოლიტიკური და კორუფციულია. ცალკეული გამონათქვამები შეიძლება არაკომპეტენტურობასაც მივაწეროთ, მაგრამ ეს არაა მთავარი. მთავარი მესიჯები მინისტრებიდან მოდის და ესაა საგანგაშო. იმედია, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მკაცრი განცხადება გონს მოიყვანს ანაკლიის პროექტის მტრებს“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა