ცოტნე ანანიძე - სიძულვილის ენა ლახავს პიროვნების პატივსა და ღირსებას, ამიტომ ამ კუთხით აქტიური კამპანია აუცილებელია

ჩემი უფლების დაცვა არის სხვისი ღირსებისა და უფლებების პატივისცემა. თუმცა, ჩვენს საზოგადოებაში სიძულვილის ენა არის გაყიდვადი და მედიაც გვთავაზობს იმ პროდუქციას, რაც იყიდება. სიძულვილის ენა ლახავს პიროვნების პატივსა და ღირსებას. ამიტომ ამ კუთხით აქტიური კამპანია აუცილებელია, - ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ცოტნე ანანიძემ სკოლა „იმედში“ გამართულ დისკუსიაზე სახელწოდებით - „არა სიძულვილს! განაცხადა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურიდან აცნობეს, დისკუსიაში, სკოლის მე-9, მე-10 და მე-11 კლასელებთან ერთად, უმაღლესი საბჭოს წევრები - ილია ვერძაძე და ასმათ დიასამიძე მონაწილეობდნენ. მოსწავლეებმა კანონმდებლებს მათ მიერ ამ მიმართულებით ჩატარებული კვლევის შედეგები გააცნეს. უმაღლესი საბჭოს წევრებმა შეაფასეს მოსწავლეთა ნამუშევარი, პრობლემის არსსა და კანონმდებლობაზე ისაუბრეს.

ილია ვერძაძის განცხადებით, ქვეყნის მომავალი ახალგაზრდების ხელშია და სწორედ მათ უნდა უნდა შეინარჩუნონ ისეთი ღირებულებები, როგორიცაა სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლება.

უმაღლესი საბჭოს წევრმა ასმათ დიასამიძემ მოსწავლეებს საინტერესო ნამუშევრების წარდგენისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ განათლებითა და ერთობლივი ძალისხმევით სიძულვილის ენისაგან გათავისუფლება შესაძლებელია.

დისკუსია ფონდ „ოცნების“ მიერ კერძო სკოლებში ორგანიზებული პროექტის ფარგლებში გაიმართა. პროექტის ხელმძღვანელის ნათია სვანიძის განცხადებით, წამახალისებელი მარათონი სამოქალაქო აქტივობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად და გამარჯვებულ სკოლას სექტემბერში ჯილდოდ - 10 000 ლარი გადაეცემა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო