ირაკლი ოქრუაშვილი სოსო რობაქიძეზე - მე მას ფულს არ გადავუხდი, გამორიცხულია!

ყველამ იცის, ეს ადამიანი რას წარმოადგენს, მე მას ფულს არ გადავუხდი, გამორიცხულია! იმიტომ კი არა, რომ არ შემიძლია, იმიტომ, რომ ჩემი მხრიდან რობაქიძისთვის ფულის გადახდა, უკვე ნიშნავს აღიარებას, რომ რაღაც შეცდომა მაქვს დაშვებული, - ამის შესახებ “პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა ბუტა რობაქიძის მამასთან, სოსო რობაქიძესთან მიმართებაში განაცხადა.

„გუშინ ძალიან მოზომილი ვიყავი რობაქიძესთან მიმართებაში, იმის გამო, რომ მართლა ტრაგედიასთან გვაქვს საქმე და გარკვეული ზღვარი უნდა დავიცვათ, მაგრამ მათი მხრიდანაც ყველაფერს საზღვარი აქვს. ჯერ ერთი, თუ რამე პრეტენზია ჰქონდა, მანამდე მოსულიყო, თუ პრეტენზია ჰქონდა და იქ უნდოდა მოსვლა, დამლოდებოდა და როცა იქ მივიდოდი, მერე ჩაეტარებინა მასკარადი, რაც იქ ჩაატარა. მე ბედნიერი ვარ, თუ ჩემი სახელის ხსენებით საქართველოში ვინმე ყოველდღიურ სარჩო-საბადებელს, ფულს იშოვის. გუშინ ამ ადამიანმა ჩემი სახელის იქ ხსენებით და იმ თეატრის ჩატარებით, ერთი-ორი „ზახოდი“ წამლის ფული იშოვა, ღმერთმა ხელი მოუმართოს.

ამდაგვარი სპექტაკლებით, თუ უნდა თავი ირჩინოს, მე თვითონ მივეხმარები იქით. აფრიალოს ის რაღაც ქაღალდები, იყვიროს კამერებთან, ჩემთვის პრობლემას ვერ ვხედავ ამაში, მაგრამ ყველამ იცის, ეს ადამიანი რას წარმოადგენს, მე მას ფულს არ გადავუხდი, გამორიცხულია! იმიტომ კი არა, რომ არ შემიძლია, იმიტომ რომ ჩემი მხრიდან მისადმი ფულის გადახდა, რასაც ითხოვდა ჩემგან, უკვე ნიშნავს აღიარებას, რომ რაღაც შეცდომა მაქვს დაშვებული და არაფერი შეცდომა არ მაქვს მისი შვილის საქმეში დაშვებული“, - განაცხადა ოქრუაშვილმა.

იხილეთ ვიდეო

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა