სტიქიამ ხარაგაულში ისევ პრობლემები შექმნა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სტიქია განმეორდა. ძლიერმა წვიმამ ამჯერად სოფელ ზვარეს მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი.

მერიის ინფორმაციით, პარალიზებულია სოფლის სამი საუბნო გზა. ჩაწყვეტილია ბონდის ხიდი, დაზარალებულია ერთი ოჯახი, რომელსაც მოვარდნილმა მდინარე ზვარულამ შინაური ცხოველების და ფრინველების სადგომები გაუნადგურა. შლამით დაიფარა და ჩაიკეტა გზა ე.წ. ზვარის ხიდებთან. სტიქიამ დააზიანა მოლითის ადმინისტრაციული ერთეული, სადაც სოფელ ანიულას ბონდის ხიდია ჩაწყვეტილი.

ადიდებულმა ჩხერიმელამ ასევე მწყობრიდან გამოიყვანა დიდვაკის ქარხნის უბანში გადამავალი საავტომობილო ხიდი.

სტიქიის ზონაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებთან ერთად ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

შესაბამისმა კომისიამ დილიდან ზარალის დათვლა, ტექნიკამ კი ზვარეში გზების აღდგენის მიზნით მუშაობა დაიწყო.

შეგახსენებთ, ხარაგულში სტიქია 7 ივნისსაც იყო, რამაც მუნიციპალიტეტი სამი მილიონით დააზარალა.

იხილეთ ვიდეო: სტიქიამ ხარაგაულში ისევ პრობლემები შექმნა

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო