სოფელ კაჭრეთში სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის (სსე) ქვესადგურების თანამშრომელი დაიღუპა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ელექტრო უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.