ფოთში 30 მაშველს შორის  23 წლის ქალიც არის

ფოთში, ზღვის სეზონის გახსნასთან დაკავშირებით სამაშველო სამსახურმა მუშაობა დაიწყო. შესაბამისი ტექნიკით აღჭურვილი შსს საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის სამაშველო ბრიგადები სანაპირო ზოლზე პატრულირებას განახორციელებენ. ისინი დამსვენებელთა უსაფრთხოების მიზნით მალთაყვის, კუნძულის და ნაბადის სანაპირო ზოლს 09:00 საათიდან 21:00 საათამდე გაკონტროლებენ.

30 მაშველს შორის ერთ-ერთი 23 წლის ქალია. ის 2017 წლის მსოფლიო რბენის გამარჯვებულია. „ადრე, მოყვარულის სტატუსით, სპორტის სხვადასხვა სახეობაში ვიყავი ჩართული და მაქვს ბევრი ჯილდო მიღებული-ტრიატლონში, მარათონში, სპრინტში, ბიატლში. პირველი გამარჯვება მოვიპოვე მსოფლიო რბენში და სპორტის ამ სახეობაში ვარ პირველი ქართველი ქალი, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონობა მოიპოვა. სამაშველო სამსახურში მუშაობის სურვილი გამიჩნდა, რადგან მაქვს შესაბამისი ფიზიკური მონაცემები და ცურვაც ძალიან მიყვარს“, - განაცხადა მაშველმა ნინო მიქაძემ.

ფოთში, საზღვაო-სამაშველო სამსახური სექტემბრამდე იფუნქციონირებს.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს