უხვმა ნალექმა გორის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა

გორის მუნიციპალიტეტის 3 სოფელში წყლის ამოტუმბვის სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 10 სამუშაო ჯგუფი ყელქცეულში, ქვემო ხვითსა და ზემო ნიქოზში მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ და წყალს ტუმბავდნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გორის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, ადგილზე იმყოფებოდნენ გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და ყველა შესაბამისი უწყების წარმომადგენლები, ისინი ადგილზე პრობლემის სრულ მოგვარებამდე დარჩებიან. 50-მდე ოჯახს პრობლემები უხვი ნალექის შედეგად შეექმნა. ძლიერი წვიმა დაახლოებით ორი საათის განმავლობაში გრძელდებოდა. დაიტბორა სახლების სარდაფები, პირველი სართულები და ნათესები.

შპს. „საქართველოს მელიორაციის“ შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური სამსახურის უფროსის გაბრიელ მაზმიშვილის თქმით, წვიმის დაწყებისათანავე გატარდა შესაბამისი ზომები.

„წვიმის დაწყებისთანავე გავატარეთ შესაბამისი ზომები. გამოირთო მეღვრეკისის სადგურზე ტუმბოები, რის შედეგადაც სალთვისისა და ზემო ნიქოზის ჩქარ არხს წყლის მიწოდება შუწყდა. მაშინვე დაიკეტა კაშხალი და ძლევიჯვრისა და ზედა რუს არხებს თვითდინებით წყალი აღარ მიეწოდებოდათ“, - განაცხადა გაბრიელ მაზმიშვილმა.

იხილეთ ვიდეო: უხვმა ნალექმა გორის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა