კასპში, ცემენტის ქარხნის მიმდებარედ მცხოვრებმა მოსახლეობამ გზა გადაკეტა და სატვირთო ავტომანქანებს გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ

კასპში, ცემენტის ქარხნის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობა ქარხნის ადმინისტრაციას უპირისპირდება. ამ წუთებში, ქარხნის დასახლებაში მცხოვრებლები აქციას მართავენ. ისინი აცხადებენ, რომ დიდი ტვირთამწეობის ტრანსპორტის ინტენსიური მოძრაობის გამო, დაზიანებულია საუბნო გზები, თუმცა, არაერთი დაპირების მიუხედავად, ცემენტის ქარხნის ადმინისტრაცია საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობაზე არ ზრუნავს. აღნიშნულის გარდა, აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ცემენტით დატვირთული მანქანების გადაადგილების გამო არსებული ძლიერი დამტვერიანება ამ ტერიტორიაზე ცხოვრებას გაუსაძლისს ხდის.

პროტესტის ნიშნად, ქარხნის დასახლებაში მცხოვრებლებმა გზა გადაკეტეს და სატვირთო ავტომანქანებს გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ. გზაზე ბავშვები დგანან ტრაფარეტებით - „ჩვენ გვინდა სუფთა ჰაერი“, „უბანი ნაგვის გარეშე“, „მოგვეცით სუნთქვის საშუალება“.

„საშინელი მდგომარეობაა, სახლის ფანჯრებსაც ვერ ვაღებთ, გაუსაძლისია აქ ცხოვრება. უამრავჯერ მივიღეთ დაპირება, მაგრამ რეალურად არაფერი გაკეთებულა. მთლიანად მწყობრიდანაა გამოსული გზა, მუდმივად ტრაილერები მოძრაობენ, საშინელი დამტვერიანებაა, ვიდრე არ მოვლენ ქარხნის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ეს გზა პარალიზებული იქნება. არსებობს სხვა, ალტერნატიული გზა და კეთილი ინებონ და იმ გზით ისარგებლონ“, - განაცხადა ,,ინტერპრესნიუსთან“ აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ზურაბ თათარაშვილმა.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს