ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია ახალგაზრდებს შეხვდა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი (გეგა) შენგელია „ინგლისური ენის შესწავლის ხელმისაწვდომობის სასტიპენდიო პროგრამის“ მონაწილე ახალგაზრდებსა და მათ პედაგოგს ნანა კიკალიშვილს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუს“ ზუგდიდის მერიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე ახალგაზრდული მიმართულებით ქალაქის განვითარების საკითხებზე იმსჯელეს.

„ახალგაზრდების როლი მუნიციპალიტეტის და ზოგადად ქვეყნის განვითარებაში უმნიშვნელოვანესია, ჩემი ძირითადი პრიორიტეტიც ახალგაზრდული საკითხების განვითარება და მათი იდეების გაზიარებაა“, - აღნიშნა გიორგი შენგელიამ.

მერმა ახალგაზრდებს ის პროექტები და პროგრამები გააცნო, რასაც მერია ახალგაზრდული კუთხით ახორციელებს, საუბარი შეეხო მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებსაც.

ზუგდიდში ახალგაზრდული სივრცე აშენდება, სადაც ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ იმუშაონ, გაერთონ და სპორტული ცხოვრებით დაკავდნენ. ახალ შენობაში განთავსდება კაფეები, სპორტული და ლიტერატურული კუთხეები, სამუშაო და გასართობი ოთახები.

აშენდება საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას სახელობის ბიბლიოთეკაც.

„ინგლისური ენის შესწავლის ხელმისაწვდომობის სასტიპენდიო პროგრამა“ ამერიკული ორგანიზაცია PH International-ი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის დაფინანსებით და „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ ტექნიკური მხარდაჭერით ხორციელდება.

პროგრამა განკუთვნილია 14-18 წლამდე მოზარდებისთვის და მიზნად ისახავს ხელმისაწვდომი გახადოს ინგლისური ენის შესწავლა მოზარდებისთვის სოციალურად დაუცველი და ეკონომიკურად შეჭირვებული ოჯახებიდან.

პროგრამაში მონაწილეობს 24 მოსწავლე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა თემებიდან.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა