თორნიკე რიჟვაძე - გაზიფიცირების საპროექტო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს და მალე  მაღალმთიან აჭარას ბუნებრივი აირი სრულად მიეწოდება

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის გენერალურ დირექტორთან ჯაბა ხმალაძესთან ერთად ხელვაჩაურისა და ქედის მუნიციპალიტეტების მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრებზე მოსახლეობას მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, გაზიფიცირება ახალ მნიშვნელობას შესძენს მთის და რეგიონის განვითარებას.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია გაზიფიცირების ნაწილში. დღეს ვიყავით მუნიციპალიტეტში, სადაც აქტიურად დაიწყება წინასაპროექტო სამუშაოები. ჩვენი გეგმის შესაბამისად, შემდეგი წლის განმავლობაში სრულად უნდა დავასრულოთ აჭარის გაზიფიცირება. ეს ნიშნავს ძლიერ ოჯახებს, ეს ნიშნავს იმას, რომ კიდევ უფრო მეტად მოვუფრთხილდებით ტყეს და ეკონომიკაც და ტურიზმიც კიდევ უფრო მეტად განვითარდება რეგიონში“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია საპროექტო სამუშაოებს აჭარის რეგიონის, 4 მუნიციპალიტეტის, 23 სოფელში ახორციელებს. 202 სოფელში დაგეგმილია წინასაპროექტო მოკვლევის ჩატარება. საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების ჯამური ღირებულება 692 000 ლარია. პროექტირების დასრულების შემდგომ დაიწყება სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის საჭირო პროცედურები, რის შედეგადაც ოთხი ათასამდე აბონენტს ექნება შესაძლებლობა მოიხმაროს ბუნებრივი აირი. მშენებლობა 2021 წლისთვის დასრულდება და მისი სავარაუდო ღირებულება 15 500 000 ლარს შეადგენს.

აჭარის მთავრობის პრესცენტრის ცნობით, შეხვედრებს აჭარის ფინანსთა მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე, მუნიციპალიტეტების მერები ჯუმბერ ვარდმანიძე და ლევან გორგილაძე, ასევე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მერაბ კარანაძე ესწრებოდნენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო