ზუგდიდის მერმა 13 ივნისის სტიქიის დროს დაღუპული მარიამ ქუთელიას ხსოვნას პატივი მიაგო

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, 13 ივნისის სტიქიის დროს დაღუპულ მარიამ ქუთელიას ხსოვნას პატივი მიაგო.

13 ივნისის ტრაგედიიდან, რომელსაც ზუგდიდელი მარიამ ქუთელიას სიცოცხლე ემსხვერპლა, 4 წელი გავიდა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მისი საფლავი გვირგვინით შეამკეს.

2015 წლის 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაიღუპა 21 ადამიანი, დღემდე დაკარგულად ითვლება ორი პირი, დაზარალდა ათასობით მოქალაქე. სტიქიამ გაანადგურა ​საცხოვრებელი სახლები, გზები, ხიდები, გვირაბები, საყრდენი კედლები, საკომუნიკაციო სისტემები. მთლიანად დაიტბორა „მზიურის“ და ზოოპარკის ტერიტორია. სტიქიას ზოოპარკის ბინადართა ნაწილი ემსხვერპლა. დაზარალდა ქალაქის ინფრასტრუქტურა, მათ შორის ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი ესტაკადა, კოჯორი-სამადლოს დამაკავშირებელი გზა, ახალდაბა-წყნეთის გზის მონაკვეთი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა