ანრი ოხანაშვილმა და სოფო კილაძემ გერმანიის ბუნდესტაგის წევრებს საქართველოში მიმდინარე და განხორციელებული რეფორმები გააცნეს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე საქართველოში ვიზიტით მყოფ გერმანიის ბუნდესტაგის წევრებს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, ქართველმა პარლამენტარებმა სტუმრებს გააცნეს ქვეყანაში მიმდინარე და ბოლო პერიოდში განხორციელებული რეფორმები. საუბარი ასევე შეეხო სამომავლო თანამშრომლობის საკითხებს.

„ძალიან საინტერსო და ნაყოფიერი დისკუსია შედგა. ჩვენ ხაზი გავუსვით გერმანიის დიდ მხარდაჭერას საქართველოსადმი, რომელსაც ძალიან ვაფასებთ. გავაცანით განხორციელებული საკონსტიტუციო რეფორმა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის რეფორმა და სასამართლოს ე.წ მეოთხე ტალღის რეფორმა. საუბარი ასევე შეეხო საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმირებას. სტუმრებმა ჩვენ მტკიცე მხარდაჭერა აღგვითქვეს“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა