იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელების უფლება საბჭოს წევრთა არანაკლებ ერთ მეხუთედს ექნება

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელების უფლება საბჭოს წევრთა არანაკლებ ერთ მეხუთედს ექნება.

ამას “საერთო სასამარლოების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც ე.წ. მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღის ფარგლებში მომზადდა.

პროექტის მიხედვით, თავმჯდომარეობის კანდიდატებს კენჭი ერთიანად ეყრებათ და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი უფლებამოსილი იქნება ხმა მხოლოდ ერთ კანდიდატს მისცეს. თუ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ვერ იქნა არჩეული, არჩევის ხელახალი პროცედურა გაიმართება კენჭისყრიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრთაგან 4 წლის ვადით, მაგრამ არაუმეტეს მისი, როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადისა, იუსტიციის უმაღლესი საბჭო, სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს