გორი-ერგნეთის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 3 ადამიანის მდგომარეობა მძიმეა

გორის რაიონში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 8 პაციენტიდან, გორის სამხედრო ჰოსპიტალსა და კლინიკა ,,გორმედში" 5 პაციენტი რჩება. 14 წლის მოზარდს, 2 წლის ბავშვსა და ორსულ ახალგაზრდა ქალს ამბულატორიული დახმარება გაეწიათ და სამედიცინო დაწესებულებები დატოვეს.

სტაციონარში მოთავსებულთაგან, 3 დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. ავტოსაგზაო შემთხვევა გორი-ერგნეთის საავტომობილო გზაზე მოხდა. ერთმანეთს „ბეემვეს“ მარკის ავტომანქანა და მგზავრებით სავსე მინივენი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად, მინივენის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს