გორისა და ქარელის სოფლებში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები ტარდება

გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში შპს „საქართველოს მელიორაცია“ ძლიერი ნალექის შედეგად დატბორილ სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე სალიკვიდაციო სამუშაოებს ატარებს,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, სპეციალური ტექნიკით წყლის ამოტუმბვის სამუშაოები მიმდინარეობს.

საქართველოს მელიორაციის შიდა ქართლის რეგიონალურმა სამსახურმა წვიმის დაწყებისთანავე შესაბამისი ზომები მიიღო; გამოირთო მეღვრეკისის სატუმბი სადგურის ტუმბო აგრეგატები, რის შედეგადაც სალთვისისა და ზემო ნიქოზის არხს წყლის მიწოდება შეუწყდა; სათავე ნაგებობის კაშხალზე გაიხსნა ფარები; დაიკეტა ძლევიჯვრის, ალტერნატიული და ზედა რუს სარწყავი არხები.

შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი ოთარ შამუგია და რეგიონალური სამსახურის წარმომადგენლები ადგილზე რჩებიან. ამ დრომდე სამელიორაციო ტექნიკა მუშაობს სოფელ ყელქცეულში, ძლევიჯვარსა და არადეთში, სადაც სტიქიის შედეგად დატბორილი სასოფლო-სამეურნეო და საკარმიდამო ნაკვეთებიდან ჭარბი წყლის მოცილების ღოონისძიებები ხორციელდება.

იგორ ტიშკევიჩი - უახლოესი 3-4 წელი მოსკოვის აგრესიული პოლიტიკის გამო პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის მშვიდობიანი ვერ იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 07.08.2020
გიორგი პერტაია - სავაჭრო პალატა მეწარმეებს ბიზნესის მხარდამჭერ ყველა პროგრამას ერთ ონლაინ პლატფორმაზე სთავაზობს
ახალი Galaxy Note 20 და Note 20 Ultra წინასწარი შეკვეთა დაიწყო
ბარათიდან თანხის განაღდების ახალი სერვისი ლიბერთის მომხმარებლისთვის „ნიკორა სუპერმარკეტის“ ქსელში