ბათუმში, წერეთლის ქუჩაზე გარემოვაჭრეები აქციას მართავენ

ბათუმში, წერეთლის ქუჩაზე გარემოვაჭრეები აქციას მართავენ. მათ საკუთარი პროდუქცია წერეთლის ქუჩაზე განათავსეს და ამ ქუჩაზე სავაჭროდ დაბრუნებას ითხოვენ.

გარემოვაჭრეების განცხადებით, ძველი ავტოსადგურის შენობა მათთვის არახელსაყრელია.

ისინი ამბობენ, რომ თუ მერია მათ მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს, ისინი დაშლას არ აპირებენ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ წერეთლის ქუჩიდან გარემოვაჭრეები ძველი ავტოსადგურის შენობაში ბათუმის მერიამ გადაიყვანა. ისინი ამ პირობებზე მაშინ თანახმა იყვნენ. ბათუმის მერიამ კი წერეთლის ქუჩაზე, სადაც გარემოვაჭრეები ვაჭრობდნენ, ხეები დარგო.

ბათუმში გარემოვაჭრეებმა აქცია გამართეს

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო