„ნაცმოძრაობის" წევრის, ნოდარ დუმბაძის განცხადებით, ქალ მაშველებთან დაკავშირებით სიციალურ ქსელში იხუმრა და ამის გამო ბოდიშიც მოიხადა

არასამთავრობო ორგანიზაციამ ბათუმის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ნოდარ დუმბაძე ქალი მაშველების მიმართ დისკრიმინაციული და სექსისტური განცხადების გაკეთებაში დაადანაშაულა.

საკრებულოს სხდომაზე არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოებრივი განვითარების აკადემიის" პროგრამების ხელმძღვანელმა რომა დოლაბერიძემ ნოდარ დუმბაძეს ბოდიშის საჯაროდ მოხდა მოსთხოვა.

თავის მხრივ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ნოდარ დუმბაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მან გუშინ ქალ მაშველებთან დაკავშირებით სიციალურ ქსელში იხუმრა და ამის გამო ბოდიშიც მოიხადა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ბათუმის სანაპიროზე ქალი მაშველები პირველად გამოჩნდნენ. ნოდარ დუმბაძემ ქალი მაშველები სოციალურ ქსელში ცინიკურად მოიხსენია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა