ბათუმი ზაფხულის ფესტივალს უმასპინძლებს

ბათუმი ზაფხულის ფესტივალს უმასპინძლებს

ხვალ, ბათუმი, ზაფხულის ფესტივალს უმასპინძლებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიდან აცნობეს, ბათუმში ფესტივალის მოსამზადებელი სამუშაოები უკვე აქტიურ ფაზაშია.

მათივე ინფორმაციით, ყველაზე ფერადი და საინტერესო ფესტივალი წელსაც ანბანის კოშკის მოპირდაპირედ, ზღვის სანაპიროზე ტარდება. საზაფხულო დეკორაციებით გაფორმებულ სანაპიროზე ფესტივალის სტუმრებს ნამდვილი საზაფხულო დღესასწაული და გართობა ელოდებათ.

ასევე, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, ტარდება სიმბოლური ჩემპიონატი პლაჟის ფრენბურთში სასტუმროებს შორის, სადაც Summer fest –ის თასი გათამაშდება. ფესტივალის მუსიკალურ პროგრამაზე ქართველი და უცხოელი შემსრულებლები, ბენდები და დიჯეები იზრუნებენ. ფესტივალის სპეციალური სტუმარია უცხოელი დიჯეი Lizz, Sunrise, რომელიც აქტიურად უკრავს ბერლინის, ლონდონისა და საფრანგეთის ელექტრონული მუსიკის ფესტივალებზე.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, ფესტივალის მუსიკალურ პროგრამაზე ქართველი და უცხოელი შემსრულებლები, ბენდები და დიჯეები იზრუნებენ. მათივე ცნობით, პლაჟზევე იფუნქციონირებს ღია კაფე-ბარები, სადაც სასმელების, ნაყინის, ხილის და კერძების შეკვეთა სპეციალურ ფასად იქნება შესაძლებელი. დღის განმავლობაში სტუმრებისთვის მრავალფეროვანი სპორტულ-გასართობი აქტივობებია დაგეგმილი, რომელიც ყველა ასაკისა და კატეგორიის სტუმარზეა გათვლილი. ფესტივალი 14:00 საათზე დაიწყება და 03:00 საათზე გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდება.

„ზაფხულის ფესტივალი“ რეგიონში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით იმართება.

ფესტივალის პროგრამა ასეთია: 14:00-17:00 Stig (DJ), 14:00-17:00 ფრანების შოუ, 14:00-20:00 პლაჟის ფრენბურთი, სპორტული და საბავშვო გასართობი აქტივობები, 17:00 – 19:00 Lasha Guruli (DJ), 20:00 – 21:00 ბენდი „ლურჯი იალქანი“, 20:20 – 20:25 დღის ფერადი ფოიერვერკი, 21:00 – 22:00 ბენდი The Loudspeakers, 22:00 – 00:00 Lizz, Sunrise / Romania (DJ), 22:00 – 22:30 ფარნების შოუ, 22:40 – 23:00 ღამის ფოეირვერკი, 00:00 – 03:00 Mzhavia (Kodala) DJ.

ავთანდილ  წულაძე - აშშ და ჩინეთი რუსეთის გარეშე ბიპოლარული სისტემის ჩამოყალიბების პროცესში არიან, რუსეთი პოლუსი კარგა ხანია აღარ არის, იგი მხოლოდ პროჩინურ ბანაკშია
ქართული პრესის მიმოხილვა 30.10.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობის ნებართვა მიიღო
სილქ როუდ ჯგუფმა წარმატებით დაასრულა 400 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ევროობლიგაციების განთავსება
"ყველაფერი UG ქონების შესახებ" - საქართველოს უნივერსიტეტის ქონების შეძენასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი საჯაროა
შუა დერეფნის პერსპექტივები გლობალური კონფრონტაციისა და არასტაბილურობის პირობებში
არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქნელებმა წარუდგინეს