დავით გაბაიძე - თითოეული ადამიანი ერთი დიდი და საოცარი სამყაროა, ეს ადამიანები თითქმის ყოველდღიურად იბრძვიან დაამტკიცონ - რომ არ არსებობს შეზღუდული შესაძლებლობები

თითოეული ადამიანი ერთი დიდი და საოცარი სამყაროა, ეს ადამიანები თითქმის ყოველდღიურად იბრძვიან დაამტკიცონ - რომ არ არსებობს შეზღუდული შესაძლებლობები, - ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ განაცხადა.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით, 14 ივნისის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღის აღნიშვნა ერთდროულად სახელმწიფო პოლიტიკისა და საზოგადოების თანადგომის სიმბოლური გამოხატულებაა იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ჩვენს გვერდით და ჩვენთან ერთად ცხოვრობენ.

„სახელმწიფოს და საზოგადოებას აქვს გარკვეული ვალდებულებები შეზღუდული შესაძლებლობის პირებისა და მათი ოჯახების წევრების მიმართ და ამას ადასტურებს გაეროს შესაბამისი კონვენციის რატიფიცირებაც, რომელიც ინკლუზიური ფიზიკური გარემოსა და შესაძლებლობათა გათანაბრებისთვის აუცილებელი პირობების შექმნას ითვალისწინებს. თუმცა, აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენგანის ცნობიერება. ყოველი ადამიანი ერთი დიდი და საოცარი სამყაროა, ეს ადამიანები თითქმის ყოველდღიურად იბრძვიან დაამტკიცონ - რომ არ არსებობს შეზღუდული შესაძლებლობები და ჩვენ ვალდებულები ვართ მხარი დავუჭიროთ მათ“, - განაცხადა დავით გაბაიძემ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა