„ნაცმოძრაობის" აჭარის ორგანიზაციის წევრის განცხადებით, აჭარის მთავრობიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაცია ოპოზიციას სრულად არ მიაწოდეს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აჭარის ორგანიზაციის წევრის, რეზო ხარაზის განცხადებით, აჭარის მთავრობიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაცია ოპოზიციას სრულად არ მიაწოდეს და რეგიონის მთავრობა ბიუჯეტიდან კონკრეტულ ხარჯებს მალავს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი რეზო ხარაზი ბიუჯეტში კორექტირებას ითხოვს და განმარტავს, რომ მაღალჩინოსნების ფუფუნებისთვის გამოყოფილი თანხები მოსახლეობისთვის სხვა მნიშვნელოვან საქმეებს მოხმარდეს.

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციაზე დაყრდნობით გვინდა საზოგადოებას წარვუდგნოთ 2019 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 1 მაისამდე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სოფლის მეურნების სამინისტროს, განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გახარჯული საბიუჯეტო თანხების შესახებ ინფორმაცია. კვლევის პირველ ნაწილში წარმოგიდგენთ 5 მიმართულებას, ეს არის: ხელფასების, პრემია-დანამატების შესახებ ინფორმაცია, საწვავის ხარჯების შესახებ ინფორმაცია, სატელეფონო ხარჯები, წარმომადგენლობითი ხარჯი, ავტომობილებზე გაწეული ტექნიკური მომსახურეობის ხარჯი. აქვე, შენიშვნების სახით გამოვყოფდი რამოდენიმე ფაქტს, პირველი ის, რომ განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროებმა ხელფასების ნაწილში არ მოგვაწოდეს სრულყოფილი ინფორმაცია, რაზეც დაზუსტების მიზნით გაეგზავნათ მათ წერილები, რასაც კვლევის მეორე ეტაპზე წარმოგიდგენთ.

ამ კვლევაში აღსანიშნავია, რომ არ შედის სამინისტროებს დაქვემდებარებული დეპარტამენტების, შპს-ების და ა(ა)იპების შესახებ ინფორმაცია, რასაც ანგარიშის მეორე ეტაპზე წარმოგიდგენთ.

გამოვყოფდი რამოდენიმე დეტალს მოწოდებული ინფორმაციიდან: მთავრობის აპარატის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში არსად არ ჩანს მთავრობის თავმჯდომარის ახალ ავტომობილზე (toiota camry) გაწეული ხარჯები, ასევე გამოვყოფდი განათლების სამინისტროს მიერ გაფორმებულ ორ ხელშეკრულებას, რომლითაც განათლების სამინისტრო წლის განმავლობაში შეიძენს 4000 ათასი ლარის უალკოჰოლო სამელებს, ტკბილეულს და საკონდიტრო ნაწარმს, ასევე 1050 ლარის ღირებულების წყალს.

მაშინ, როცა ყოველდღიური სტატისტიკა მიუთითებს ჩვენს რეგიონში სიღარიბის ზრდისკენ, საზოგადოების დიდი ნაწილი გაღატაკდა, საწვავის ფასი კატასტროფულად იზრდება და სოციალური ფონი მძიმდება, აჭარის მთავრობა კვლავ აგრძელებს ფუფუნებაში ყოფნას. ჩვენ შევდივართ ინიციატივით, სასწრაფო წესით მოხდეს ბიუჯეტის კორექტირება და ის თანხები, რომლებიც გამოყოფილია მაღალჩინოსნების ფუფუნებისთვის, მაგალითად ავტომობილებით მომსახურება, ასევე სატელეფონო საკომუნიკაციო ხარჯი, სარესტორნო და წარმომადგენლობითი ხარჯები, იქნას დაკორექტირებული და გადატანილი სხვა იმ საჭიროების მუხლში, რომელიც პირდაპირ მოემსახურება აჭარის მოსახლეობის ინტერესებს",- განაცხადა რეზო ხარაზმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო