აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებმა სამედიცინო ცენტრ „თანას“ ბენეფიციარებს შშმ პირთა დაცვის დღე მიულოცეს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ მერაბ კარანაძემ, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნუგზარ სურმანიძემ, ხელისუფლების წარმომადგენლებთან და საკანონმდებლო ორგანოს აპარატის თანამშრომლებთან ერთად, სამედიცინო ცენტრ „თანას“ ბენეფიციარებს 14 ივნისი - შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე მიულოცეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურიდან აცნობეს, სტუმრები გაესაუბრნენ ბენეფიციარებსა და მათთან მომუშავე სპეციალისტებს. აღინიშნა, რომ ყველა შესაბამისი სერვისი სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში ფინანსდება.

თავის მცრივ, მასპინძლებმა გულითადი მადლობა გადაუხადეს უმაღლესი საბჭოს წევრებს ყურადღებისა და გულისხმიერებისათვის, იმ თანადგომისათვის, რომელიც ცენტრის ბენეფიციარებს არ აკლიათ რეგიონის წარმომადგენლობითი ორგანოსაგან.

„ხელისუფლების წარმომადგენლები „თანაში“ ამჯერადაც არ მისულან უსაჩუქროდ - მათ ცენტრის აღსაზრდელები ტკბილეულობით გაახარეს. მადლიერების ნიშნად ბენეფიციარებმა სტუმრებისთვის სახელდახელო კონცერტი გამართეს და მათთან ერთად სამახსოვრო სურათები გადაიღეს“, -აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა