გუბერნატორის ინფორმაციით, თუშეთში, სადაც ავტომანქანა გადავარდა, სამაშველო ბრიგადები იმყოფებიან, თუმცა დაკავშირება მობილური კავშირის არარსებობის გამო ჯერ ვერ ხერხდება

კახეთის გუბერნატორის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ჯერჯერობით უცნობია, რამდენი ადამიანი იმყოფებოდა ავტომობილში, რომელიც თუშეთში სიმაღლიდან გადავარდა. როგორც გუბერნატორმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ასევე უცნობია ინფორმაცია დაშავებულთა შესახებ.

ამასთან, როგორც ირაკლი ქადაგიშვილმა განმარტა, შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან პოლიციის, სასწრაფო დახმარებისა და სახანძრო- სამაშველო ბრიგადები, თუმცა მათთან დაკავშირება მობილური კავშირის არ არსებობის გამო, ამ დრომდე ვერ ხერხდება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ახმეტის მერის მოადგილემ, ვანო ნასყიდაშვილმა განუცხადა, ადგილზე უკვე გაემგზავრა ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი.

"სამაშველოდან შემოვიდა შეტყობინება, სავარაუდოდ, ტურისტები არიან გადავარდნილი", - განაცხადა მერის მოადგილემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა