თუშეთში მანქანის გადავარდნის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა ერთი ადამიანი - დაშავებული ამ წუთებში სასწრაფო დახმარების ბრიგადას თელავში გადაჰყავს

თუშეთში მანქანის გადავარდნის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავებულია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ადგილზე მყოფმა პირებმა განუცხადეს, მაღალი სიმაღლიდან ჯიპის მარკის ავტომობილი გადავარდა.

თავის მხრივ, „ინტერპრესნიუსს“ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურში განუცხადეს, რომ დაშავებულია 40 წლის მამაკაცი, რომელსაც მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება. ის ამ წუთებში სასწრაფო დახმარების ბრიგადას თელავში, ყამბარაშვილის სახელობის კლინიკაში გადაჰყავს.

ადგილზე საპატრულო და სამაშველო სამსახურები მუშაობენ. გადაკეტილია თუშეთის გზის გარკვეული მონაკვეთი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა