შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა რუსთავის დღის ცენტრში საზეიმო ღონისძიება გაიმართა

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა რუსთავის დღის ცენტრს, დღეს 12 წელი შეუსრულდა. ამასთან დაკავშირებით, ცენტრში საზეიმო ღონისძიება გაიმართა. დღის ცენტრის აღსაზრდელებმა სტუმრებს, მუსიკალური სპექტაკლი ,,წითელქუდა“ წარუდგინეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რუსთავის მერიიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ღონისძიებას, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ქავთარაძე და სხვა მიწვეული სტუმრები დაესწრნენ.

„12 წელი არ არის ცოტა. ყველა საქმეს, რომელიც იწყება, ალბათ უნდა ჰქონდეს გაგრძელება, უნდა ვითარდებოდეს და ჩვენ მომსწრე ვართ ამ ყველაფრის დღევანდელი ღონისძიებით და არა მარტო ამ ღონისძიებით, არამედ იმ პროფესიონალიზმით, რომელიც აქვთ აქ მოღვაწე მასწავლებლებს. დღის ცენტრის კოლექტივს, მინდა, ამისთვის გულწრფელი მადლობა გადავუხადო. ძალიან ბევრი ახალი ნაბიჯი გადაიდგა, გადამზადების კურსებს გადიან, როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ დონეზე და მე ვფიქრობ, ეს იქნება ერთ-ერთი თითით საჩვენებელი და თვალსაჩინო ცენტრი, რომელიც ემსახურება უნიჭიერეს და უსაყვარლეს ბავშვებს“, - განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.

რუსთავის შშმ პირთა დღის ცენტრი, 2007 წელს დაარსდა. დაწესებულების თანამშრომლები კვალიფიციურ თერაპიულ და ფსიქოლოგიურ მომსახურებას უწევენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სხვადასხვა ასაკის ადამიანებს.

რუსთავის შშმ პირთა ცენტრს ქალაქის მერია აფინანსებს, ცენტრის ადმინისტრაცია აქტიურად თანამშრომლობს დონორ ორგანიზაციებთან. კერძოდ ,,აღმოსავლეთ ევროპის საპროექტო ჯგუფს“ რუსთავის შშმ პირთა დღის ცენტრში 7 სხვადასხვა სახის სოციალური პროექტი აქვს განხორციელებული, მათ შორის ერთ-ერთი, დაწესებულების ბაზაზე არსებული საცხობია, სადაც შშმ პირები არიან დასაქმებულნი.

დღეისათვის რუსთავის შშმ პირთა ცენტრში, განსაკუთრებული საჭიროების მქონე 156 სხვადასხვა ასაკის ბენეფიციარი გადის რეაბილიტაციას.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო