თუშეთში მანქანის ხევში გადავარდნისას დაშავებულს ტვინის შერყევა და მოტეხილობები აღენიშნება

თუშეთში ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავებული მამაკაცი თელავის ყამბარაშვილის კლინიკაში არის მოთავსებული. მას მსუბუქი ტვინის შერყევა და ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა აღენიშნება.

„პაციენტის კვლევა მიმდინარეობს. მას აღენიშნება მრავლობითი ექსკორიაციები, მსუბუქი ტვინის შერყევა და ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა. პაციენტი ამ ეტაპზე კონტაქტურია“, - აღნიშნა ექიმმა.

თუშეთში ავტომანქანის ხევში გადავარდნის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. ერთი კი დაშავდა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა