აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ სულხან ღლონტი დაინიშნა

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ სულხან ღლონტი დაინიშნა. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ თანამაშრომლებს ტურიზმის მიმართულებით ახალი მოადგილე დღეს წარუდგინა.

აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე მინისტრმა სულხან ღლონტის განათლებასა და გამოცდილებას გაუსვა ხაზი. ღლონტი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში ტურიზმის პოლიტიკის მიმართულებით იმუშავებს და ის ტურიზმის სფეროს გაუწევს კურირებას.

“ბოლო სამი წლის განმავლობაში ის აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. სულხან ღლონტის თავმჯდომარეობის პერიოდს უკავშირდება რეგიონის პოპულარიზაცია ისეთ რეიტინგულ მედიაპლატფორემბზე, როგორებიცაა BBC, CNN, Euronews, Deutsche Welle და RTL, სერვისის გაუმჯობესების მიმართულებით პროექტი “ტურიზმის განვითარების სკოლა“ და ბათუმის, როგორც ევროპის სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულების გამარჯება World Travel Awards-ის დაჯილდოების ცერემონიაზე. ტურიზმის დეპარტამენტში მისი მოღვაწეობის პერიოდში მომზადდა რეგიონის ბრენდინგი და ტურიზმის განვითარების 2018-2025 წლების სტრატეგია.

სულხან ღლონტი არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თბილისის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული. ის პროფესიით საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერია. მას ასევე გავლილი აქვს სხვადასხვა სახის ტრენინგები/კურსები ევროპასა და ამერიკაში. სულხან ღლონტი 2012 წლიდან იყო აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი“, - ნათქვამია აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორ გაართვა თავი განათლების სისტემამ სწავლების დისტანციურ რეჟიმს? - პირველი სემესტრის შედეგებს განათლების მინისტრის მოადგილე აჯამებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.01.2021
პაატა ცაგარეიშვილი  - საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობები იმ შემთხვევაში აღმოჩნდება საფრთხის ქვეშ, თუ სომხეთი ახლო მომავალში შეძლებს გახდეს სატრანზიტო ქვეყანა
D ვიტამინის გავლენა რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე