ცოტნე ანანიძე ქალი მაშველების მიმართ გამოთქმულ შეფასებებს დისკრიმინაციულს უწოდებს

აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის ცოტნე ანანიძის აზრით, ქალი მაშველების მიმართ გამოთქმული შეფასებები დისკრიმინაციულია. ანანიძე ამბობს, რომ ქალი მაშველების გადაწყვეტილება, რომ სანაპიროზე მოქალაქეების უსაფრთხოებაზე იზრუნონ, გაბედული და თამამი გადაწყვეტილებაა.

„ბათუმი სეზონური დასაქმებისთვის ძალიან კარგი ლოკაციაა, მაშინ როდესაც სამასპინძლო ბიზნესი პერიოდულად ვითარდება. წელს პირველად ჩვენს სანაპიროზე ქალ მაშველებს მიეცათ დასაქმების შესაძლებლობა, რაც მათი მხრიდანაც გაბედული/თამამი გადაწყვეტილებაა და რასაც მივესალმები. სოციალურ ქსელში ამ ფაქტთან დაკავშირებით არაერთი ხუმრობა და უხამსი შეფასებები შეგვხვდა. ჩემთვის ისიც გასაგებია, რომ თავის პირად სივრცეში ადამიანი რასაც დაწერს, ეს მისი საქმეა, თუმცა უნდა გვესმოდეს, რომ მსგავსი დამოკიდებულება არაჯანსაღია, განცხადებები შეიცავს დისკრიმინაციის ნიშნებს“, - განაცხადა ცოტნე ანანიძემ, რომლის კომენტარსაც აჭარის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა