მიხეილ ბატიაშვილმა ტყიბულელი  და თერჯოლელი  პედაგოგები და მოსწავლეები დააჯილდოვა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა ტყიბულელი და თერჯოლელი პედაგოგები და მოსწავლეები დააჯილდოვა. ასევე, მინისტრმა მათ ზოგადი განათლების მიმართულებით მიმდინარე ცვლილებების და სიახლეების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

ტყიბულში გამართულ ღონისძიებაზე ბატიაშვილმა სახელმწიფოს მიერ საპენსიო ასაკის პედაგოგებისთვის შეთავაზებული ჯილდოს შესახებაც ისაუბრა. ტყიბულსა და თერჯოლაში კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით გამოცდაზე დარეგისტრირებულია 300 პრაქტიკოსი პედაგოგი, ჯილდოს აღების სურვილი კი 109 ზე მეტმა საპენსიო ასაკის პედაგოგმა გამოთქვა.

მიხეილ ბატიაშვილმა მადლობა გადაუხადა ყველა იმ საპენსიო ასაკის პედაგოგებს, რომლებმაც არაერთი თაობა გაზარდეს.

ღონისძიებას რეგიონული განვითარების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სოზარ სუბარი ესწრებოდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო