თუშეთის გზაზე ავტოავარიისას დაღუპული  მამაკაცის ცხედარი მაშველებმა ხევიდან ამოიყვანეს

თუშეთის გზაზე ავტოავარიისას დაღუპული მამაკაცის ცხედარი მაშველებმა ხევიდან ამოიყვანეს. 32 წლის კონსტანტინე ღუზარაულის ცხედრის ამოყვანას მაშველთა ჯგუფი დაახლოებით ორი საათის განმავლობაში ცდილობდა.

გარდაცვლილს ჯერ გურჯაანის პროზექტურაში, შემდეგ კი საკუთარ სახლში გადაასვენებენ. ავარიის დროს დაშავებული მძღოლი კი თელავის ავთანდილ ყამბარაშვილის კლინიკაშია მოთავსებული, მას ტვინის შერყევა და ნეკნების მრავლობითი მოტეხილობები აქვს. ის პოლიციას ჩვენებებს აძლევს.

შეგახსენებთ, რამდენიმე საათის წინ თუშეთიდან ფშავლის მიმართულებით, 25-ე კილომეტრზე მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხევში გადავარდა. ჯიპის მარკის მანქანაში,საქართველოს ორი მოქალაქე იმყოფებოდა.ერთი გარდაიცვალა, ერთი კი დაშავდა. მომხდარზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო