სტიქიამ გორის სამი სოფელი დააზარალა

სტიქიამ გორის მუნიციპალიტეტი დააზარალა. ძლიერი წვიმა, ქარი და სეტყვა სამ სოფელში - ახალდაბაში, ვარიანსა და არაშენდაში იყო. დამატებითი პრობლემები შექმნა უხვი ნალექის გამო წარმოქმნილმა ნიაღვრებმა. დაიტბორა საუბნო გზები, ნათესების ნაწილი და რამდენიმე საცხოვრებელი სახლის პირველი სართული.

,,გორის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურები, აგრეთვე შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლები დაზარალებულ სოფლებში იმყოფებიან და მოსახლეობიდან შემოსულ შეტყობინებებზე შესაბამისი რეაგირება ხდება. სეტყვა ამჯერად ისეთი ძლიერი არ ყოფილა, თუმცა, უხვმა ნალექმა და ქარმა კვლავ შექმნა პრობლემები“, - განაცხადა ,,ინტერპრესნიუსთან“ გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა. ამ დროისთვის აღნიშნულ სოფლებს ელექტრო ენერგია არ მიეწოდება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა