აჭარის მთავრობა - ქობულეთში მდებარე ტექსტილის საწარმოს მასშტაბური რეინვესტირება ხორციელდება

აჭარაში, ქობულეთში მდებარე ტექსტილის საწარმოს მასშტაბური რეინვესტირება ხორციელდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ საწარმოს გაფართოების მიმდინარე სამუშაოები ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან, ჯაბა ფუტკარაძესთან ერთად დაათვალიერა.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, საწარმოს გაფართოებით ინვესტიციის ჯამური მოცულობა 2 მილიონი ლარით გაიზრდება და დამატებით 500 მდე ადამიანის დასაქმება იქნება შესაძლებელი.

როგორც მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, საწარმოს გაფართოება კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ ბიზნესის წარმოებისთვის ქვეყანაში და რეგიონში ხელსაყრელი პირობებია შექმნილი.

„დავათვალიერეთ არსებული ტექსტილის საწარმოს გაფართოების სამუშაოები. აქ დამატებით 2 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელდება და რაც მთავარია, მუნიციპალიტეტიდან დასაქმდება 500 ადამიანი. მნიშვნელოვანია, რომ ყველა მუნიციპალიტეტში თანაბრად ვითარდებოდეს ეკონომიკა და ჩვენს მოქალაქეებს ჰქონდეთ მეტი შესაძლებლობა დასაქმების თვალსაზრისით. ეკონომიკაზე დგას ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ოჯახების უკეთესი ხვალინდელი დღე,“ - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ქართული ექსპორტიორი კომპანია შპს „აჭარა ტექსტილი“ 2008 წლიდან საფეიქრო მრეწველობის დარგში მოღვაწეობს და წლების განმავლობაში თანამშრომლობს ისეთ საერთაშორისო კომპანიებთან როგორებიცაა: Nike, Adidas, Puma, Lotto, Erima და ა.შ. აღსანიშნავია, რომ კომპანიას რეგიონში სამი საწარმო აქვს განთავსებული და დასაქმებული ჰყავს საქართველოს 3000 მოქალაქე. სამივე პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა კი 80 000 000 ლარს შეადგენს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო