ბათუმში „გაერო-ს ქალთა გაძლიერების პრინციპების“ შესახებ რეგიონალური ფორუმი გაიმართა

ბათუმში „გაერო-ს ქალთა გაძლიერების პრინციპების“ შესახებ რეგიონალური ფორუმი გაიმართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახურიდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, ფორუმი გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის ხელშეწყობით გაიმართა.

ღონისძიებაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ შეკრებილ საზოგადოებას გაეროს ორგანიზაციის სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის ასპექტები გააცნო. რიჟვაძის თქმით, აჭარის მთავრობის ერთ-ერთი გამორჩეული პრიორიტეტული მიმართულება კარგი მმართველობის სტანდარტებია, სადაც ქალთა ჩართულობა და მათი როლი გამორჩეულია.

„ეს არის ნამდვილად კარგი კონტექსტი, სადაც ჩვენ როგორც გაერო-ს მისიასთან, ასევე სხვა მხრივაც ქალების მიმართულებით ეკონომიკური აქტივობების კიდევ უფრო გაძლიერების თვალსაზრისით ძალიან ბევრ საინტერესო საკითხს განვიხილავთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ზოგადად, ქალთა უფლებების კიდევ უფრო მეტად გაძლიერება, რომლებიც წარმატებებს აღწევენ ბიზნესში, ეკონომიკაში. თქვენში კიდევ უფრო მეტად არის სამეწარმეო სულისკვეთება. ჩემთვის დიდი პატივია გიმასპინძლოთ აჭარაში“, - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

რიგით მეორე რეგიონალური ფორუმის ორგანიზატორია ბიზნეს ლიდერთა ფედერაცია „ქალები მომავლისთვის“, აშშ-ს საელჩო საქართველოში, გაერო-ს ქალთა ორგანიზაცია, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა და აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატა.

გაერო-ს ქალთა ორგანიზაცია ქალთა გაძლიერების პრინციპების (WEPs) დანერგვის მიზნით, 2017 წლიდან მუშაობს კერძო კომპანიებთან და საშუალებას აძლევს მათ, ხელი შეუწყონ ქალთა გაძლიერებას როგორც კომპანიის შიგნით, ასევე თემსა და საზოგადოებაში. ამ ეტაპზე სამუშაო ჯგუფში გაერთიანებულია სხვადასხვა ზომის 30- მდე კომპანია.

ფორუმს ბიზნეს ლიდერთა ფედერაციის „ქალები მომავლისთვის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნინო კობახიძე, გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში ერიკა კვაპილოვა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძე და აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე თამაზ შავაძე ესწრებოდნენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო