ზაზა პაპუაშვილი - როცა ლევან მურუსიძის ინტერვიუებს ვუსმინე, მივხვდი, რომ იმ წნეხის გადატანა, რომლის ქვეშაც ეს ადამიანი აღმოჩნდა, ცოტა რთულია

როდესაც ლევან მურუსიძის ინტერვიუებს ვუსმინე, მივხვდი, რომ იმ წნეხის გადატანა, რომლის ქვეშაც ეს ადამიანი აღმოჩნდა, ცოტა რთულია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაზა პაპუაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „7vs1” განაცხადა. ამით პაპუაშვილმა ჟურნალისტების კითხვას უპასუხა, როგორია მისი პოზიცია მოსამართლეების საკითხთან დაკავშირებით.

ასევე კითხვაზე, ჰქონია თუ არა მას ბიძინა ივანიშვილთან კამათი სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით, პაპუაშვილმა უპასუხა, რომ აზრთა სხვადასხვაობა ყოფილა.

„მე ადრე ასე ვფიქრობდი, რომ იმ მოსამართლეებმა, რომლებსაც გახმაურებულ საქმეებში მიუღიათ მონაწილეობა, სულ მცირე მანტია მაინც უნდა გაიხადონ და თანამდებობა დატოვონ. ახლა როგორ არის საქმე: როდესაც ლევან მურუსიძის ინტერვიუებს ვუსმინე, მივხვდი, რომ იმ წნეხის გადატანა, რომლის ქვეშაც ეს ადამიანი აღმოჩნდა, ცოტა რთულია. რა იქნება ხვალ და ზეგ ამაზე პასუხის გაცემა არ შემიძლია. მე, შესაძლოა ადამიანის ქცევა ან ჩანაფიქრი არ მომწონდეს, მაგრამ შემეძლოს მის მიერ ჩადენილი საქციელის ახსნა და იმ ლოგიკის გაგება,“ - განაცხადა ზაზა პაპუაშვილმა.

იხილეთ ვიდეო

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე