ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიროვნის ტყეში ხანძარია

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიროვნის ტყეში ხანძარია. მეხანძრეები ცეცხლის ლიკვიდაციას უკვე რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი ტყის ქვედა საფარს გაუჩნდა. ადგილზე ამ დროისთვის მობილიზებულია ტყიბულისა და ქუთაისის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. ხანძრის ქრობაში ჩართულია სამი ავტოცისტერნა, ორი სამაშველო ავტომობილი და 20 მეხანძრე მაშველი.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი ამდროისთვის ლოკალიზებულია და მიმდინარეობს ხანძრის ძირითადი კერების ჩაქრობა. ამასთან, ხანძრის მიმდებარე ტერიტორიაზე ამ დროისთვის ძლიერი ქარია.

ხანძარი ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიროვნის ტყეში

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო