სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში ყოფილი წისქვილკომბინატის შენობა დაიწვა. შენობას ინდოეთის მოქალაქეები ხორბლის და ქერის მოსავლის შესანახად იყენებდნენ.
მერის წარმომადგენლის, მიხეილ კუტიბაშვილის ინფორმაციით, ხანძრის დროს განადგურდა 40 ტონამდე მარცვლეული და სასოფლო- სამეურნეო ტექნიკა. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო- სამაშველო სამაშველო ბრიგადები და ცეცხლის სალიკვიდაცოო სამუშაოები მიმდინარეობს. რა გახდა ცეცხლის გამომწვევი მიზეზი, ამ ეტაპზე უცნობია.