სემეკი ენერგეტიკის რეგიონული ასოციაციის შეხვედრას მასპინძლობს

17-18 ივნისს, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონულ ასოციაციას (ERRA) მასპინძლობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სემეკიდან აცნობეს, ორი დღის განმავლობაში ასოციაციის მომხმარებელთა და საცალო ბაზრების კომიტეტის სამუშაო ჯგუფის წევრები და შეხვედრის მონაწილეები იმსჯელებენ ენერგეტიკის სექტორში მომხმარებელთა უფლებებზე, მომსახურების ხარისხზე, ბაზრის მონიტორინგსა და კომუნიკაციის სტრატეგიაზე. შეხვედრას სემეკის წევრი მაია მელიქიძე გახსნის.

ამასთან, შეხვედრაში მონაწილეობენ სხვადასხვა ქვეყნის ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წარმომადგენლები.

სემეკის ინფორმაციითვე, ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონული ასოციაცია (ERRA) ევროპისა და აზიის რეგიონის ქვეყნების მარეგულირებელ კომისიებს აერთიანებს. ასევე, ორგანიზაციაში გაერთიანებულნი არიან პარტნიორი ორგანიზაციები, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატებიდან. სემეკი ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებელია.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია