რომან გოცირიძე - როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილმა სიყვარულის რესურსი ამოწურა და დავით სერგეენკო მიდის

ბიძინა ივანიშვილმა, როგორც ჩანს სიყვარულის რესურსი ამოწურა და ბატონი სერგეენკო მიდის, - ასე ეხმაურება პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე გავრცელებულ ინფორმაციას, რომ დავით სერგეენკომ შესაძლოა, ჯანდაცვის მინისტრის პოსტი დატოვოს.

გოცირიძის თქმით, ივანიშვილს ორი „ხელშეუხებელი" მინისტრი ჰყავს დავით სერგეენკოსა და თეა წულუკიანის სახით. მისივე თქმით, უკვე, ალბათ, თეა წულუკიანის წასვლაც არის მოსალოდნელი იუსტიციის მინისტრის პოსტიდან.

„ამ 7 წლის განმავლობაში საქართველოში შეიცვალა 62 მინისტრი. აქედან, ორი ადამიანი იყო ხელშეუხებელი და როგორც ბატონი ბიძინა იტყოდა, განსაკუთრებით საყვარელი. როგორც ჩანს სიყვარულის რესურსი ამოწურა და ბატონი სერგეენკო მიდის. ახლა, ერთი განსაკუთრებული დარჩა საქართველოს ხელისუფლებაში და ალბათ მასაც უნდა ველოდოთ მალე“, - განაცხადა გოცირიძემ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა