რომან გოცირიძე ლევან ვასაძის განცხადებებზე - კეთილი ინებოს ხელისუფლებამ და აუხსნას საზოგადოებას, რატომ აფარებს ხელს ყოველ მსგავს აგრესიულ გამოვლინებას

პასუხისმგებელი, პირველ რიგში, არის ხელისუფლება, ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ეწევა კულუარულ თამაშებს, მათ შორის, არჩევნებში კრიმინალებთან, მოძალადე მღვდლებთან. ამ უკანონო აქციებში სასულიერო პირებიც მონაწილეობდნენ, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც გამოეხმაურა ბიზნესმენ ლევან ვასაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას საზოგადოებრივი დაჯგუფების შექმნის თაობაზე.

რომან გოცირიძის თქმით, შსს-მიერ დაწყებული გამოძიება, რომელიც ვასაძის მიერ საზოგადოებრივი დაჯგუფების შექმნის თაობაზე გამოძიების დაწყებას გულისხმობს, მხოლოდ ხალხის თვალის ახვევას ემსახურება.

„ეს ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში ჩადიოდნენ დანაშაულს, არიან მთავრობის მოკავშირეები. მთავრობას ყოველთვის მაშინ სჭირდებოდა ისინი, როდესაც მათი გამოყენება ხდებოდა ან ოპოზიციის წინააღმდეგ, ან რაღაც ისეთი მიზნების აცილება უნდოდათ, რომელთა გახმოვანებაც მათი მხრიდან ამა თუ იმ მიზეზით დასაშვები არ იყო. ეს არის ხელისუფლების შემადგენელი ნაწილი, მისი ბნელი მხარე, თუმცა ნათელი მხარე აქეთ როგორ უნდა ვეძებოთ, ამაშიც დიდი კითხვის ნიშნებია.

ძალიან სასაცილოა იმაზე საუბარი, რომ ახლა ვიღაცას დასჯიან. ეს კეთდება მოსახლეობის თვალის ასახვევად. ხელისუფლება თავად არის ამ დანაშაულის წამხალისებელი და ფაქტობრივად, „შავი საქმეები“ მათი ხელით უნდა გააკეთოს. ამიტომ პასუხისმგებელი პირველ რიგში, არის ხელისუფლება, ივანიშვილი, რომელიც ეწევა კულუარულ თამაშებს, მათ შორის არჩევნებში კრიმინალებთან, მოძალადე მღვდლებთან. ამ უკანონო აქციებში სასულიერო პირებიც მონაწილეობდნენ. ამიტომ, კეთილი ინებოს ხელისუფლებამ და აუხსნას საზოგადოებას, რატომ აფარებს ხელს ყოველ მსგავს აგრესიულ გამოვლინებას",- განაცხადა გოცირიძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი